ტრეილერი

THE CROWN-ის ახალ ტრეილერში მარგარეტ ტეტჩერის როლში ჯილიან ანდერსონი გამოჩნდა

TVLine

ინგლისის სამეფო ოჯახის შესახებ გადაღებული სერიალ The Crown-ის მეოთხე სეზონის მორიგი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მეტი ყურადღება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ ტეტჩერს დაეთმო. "რკინის ლედის" როლს "საიდუმლო მასალების" ვარსკვლავი ჯილიან ანდერსონი ასრულებს.

Netflix-ის შოუ ბრიტანეთის ტახტის მოქმედი მონარქის, ელისაბედ II-ის ისტორიას ასახავს. ახალგაზრდა დედოფლის როლს კლერ ფოი ასრულებს, ხოლო ასაკოვან ელისაბედს ოსკაროსანი ოლივია კოულმანი განასახიერებს.

The Crown-ის მეოთხე სეზონი სტრიმინგსერვისზე მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გამოვა.

 

კომენტარები