არჩევნები 2020

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.41%-ია, 2016-ში 19.81% იყო

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 12:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა მისცა 681 583 მოქალაქემ, რაც საერთო რაოდენობის 19.41%-ია. 10:00 საათის მონაცემებთან შედარებით, აქტივობა 11.08%-ით გაიზარდა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 19.81% იყო, 2012 წელს კი – 25.88%.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პირველი ტურის დროს 12:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობა 15.95% იყო, მეორე ტურის დროს კი 19.6%. 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები