თბილსის მერია

თბილისის მერია: დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

თბილისის მერია

თბილისის მერიის განცხადებით, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. 

მერიის ცნობით, შპს თბილსერვის ჯგუფმა დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო და შესაბამისი სამუშაოები, პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.

მათივე ცნობით, კინოთეატრ საქართველოდან მეტროსადგურ სარაჯიშვილამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. საახალწლო ილუმინაციები და კონსტრუქციები დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში განთავსდება.

კომენტარები