ეკონომიკა

ბიზნესების 68%-ს შემოსავლები გაუნახევრდათ – PWC-ის კვლევა

management-degree.net

საერთაშორისო აუდიტორიულმა კომპანია PWC-მ [PricewaterhouseCoopers] მაისში გამოქვეყნებული ანგარიშის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც პანდემიის ფონზე კერძო სექტორის მოლოდინებს ასახავს. 

კვლევაში, რომელიც 11 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღო 774 ბიზნესმა. კვლევის მიხედვით, გამოკითხული ბიზნესების 68%-ს შემოსავლები 50%-ით ან მეტით შეუმცირდა. 

წინა კვლევაში იგივე მაჩვენებელი 65%-ს შეადგენდა. ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ და საზღვრების ჩაკეტვამ ყველაზე მეტად სასტუმროები და კვების ობიექტები დააზარალა, რომელთა 84%-ს შემოსავლები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. 

კვლევის წინა ვერსიასთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ ბიზნესების წილი, რომელთათვისაც არსებითი პრობლემა საზღვრების ჩაკეტვაა. პარალელურად, გაზრდილია კლიენტებისგან დაგვიანებული გადახდების მაჩვენებელი. ძირითადად, მოიმატა იმ ბიზნესების მცირე და საშუალო საწარმოების წილმა, რომელთათვისაც პრობლემა ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ შექმნა.

 

კომენტარები