კორონავირუსი საქართველოში

ტაქსებში მგზავრების რაოდენობა არ შეიზღუდება 

თეთრი ტაქსები
flickr.com

"ტაქსებთან მიმართებით არანაირი სპეციფიკური შეზღუდვები, გარდა პირბადის ტარებისა, რაოდენობის შეზღუდვა არ წესდება". – თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, გაზაფხულზე დაწყებული შეზღუდვების პერიოდში ტაქსით გადაადგილება მხოლოდ 2 მგზავრს შეეძლო.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. 

რა შეზღუდვები წესდება საქართველოში – სრულად იხილეთ აქ. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 39 და გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი.

26 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 118 960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 98 781 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 124 კი გარდაიცვალა. სულ 18 759 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები