კორონავირუსი საქართველოში

"ჯარიმა გამოწერეს, არ ჩავიბარეთ, დამემუქრნენ, დაგიჭერთო" – Reformerfitness-ი დახურვაზე უარს ამბობს

ტელეკომპანია პირველი/კადრი ვიდეოდან

ბათუმში Reformerfitness-ში შრომის ინსპექცია შევიდა და ფიტნესცენტრი აკრძალვის მიუხედავად მუშაობის გამო დააჯარიმა. როგორც ხელმძღვანელი ამბობს, მუშაობის შეჩერებას არ აპირებენ.

"იყვნენ მოსული, ვიჭიდავეთ, ვიკამათეთ, ჯარიმა გამოწერეს, არ ჩავიბარეთ, უკან გავატანეთ. ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. დამემუქრნენ, დაგიჭერთო, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას. ვისაც სურვილი გექნებათ, შემოგვიერთდით. დილის 8-დან 12 საათამდე ნებისმიერი სტუმრისთვის ღია ვართ." - ამბობს ფიტნესცენტრის ხელმძღვანელი. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 28 ნოემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ფიტნესცენტრებმა და საცურაო აუზებმა მუშაობა უნდა შეაჩერონ. 

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე დაიწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ იმუშავებს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. დამატებით რა შეზღუდვები დაწესდა დღეიდან - სრულად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები