პარლამენტი ქუთაისში

ქუთაისში პარლამენტის მშენებლობა ბიუჯეტს 133 მილიონზე მეტი დაუჯდა

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 133 მილიონ 700 ათასი ლარი დაუჯდა. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი გვინდაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთელი კომპლექტის მშენებლობა რეგიონალური ფონდიდან ფინანსდება და საბიუჯეტო სახსრები, რომელიც ამ მშენებლობისთვის გამოიყო სრულიად გამჭირვალეა.

აღნიშნული მშენებლობისთვის 2009 წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯა, მომდევნო წელს - 68 მილიონი ლარი, ხოლო 2011 წელს - 60 მილიონი ლარი. ფინანსთა მინისტრის ცნობით, ამ დროისათვის ჯამში 133 მილიონ 700 ათასი ლარია დახარჯული.

26 მაისს ქუთაისში პარლამენტის სხდომათა დარბაზი უნდა გაიხსნას, სადაც პირველი პლენარული სხდომა ჩატარდება. ამავე დღეს ახალი პარლამენტის შენობის წინ იგეგმება სამხედრო აღლუმის ჩატარებაც.

პარლამენტის შენობის მშენებლობის დასრულება 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

კომენტარები