ბორის ბერეზოვსკი

ბერეზოვსკის გარდაცვალების გარემოებებზე გამოძიებას სკოტლანდ იარდი დაიწყებს

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მილიარდელის, ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების გარემოებებზე გამოძიებას, სკოტლანდ იარდი დაიწყებს.
ამ დროისთვის, ბერეზოვსკის ცხედრის  პოვნის ადგილას, ბირთვული იარაღისა და რადიოაქტიური დაბინძურების სპეციალისტები მუშაობენ.
ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთი თვითმკვლელობაა. გავრცელდა ვერსიაც, რომ ბერეზოვსკი მოკლულია. რუსული მედია ასევე იუწყება, რომ ბოლო პერიოდში, ოლიგარქს, გულის შეტევა რამდენჯერმე დაემართა და შესაძლოა მისი სიკვდილის მიზეზი ეს გამხადარიყო.
შეგახსენებთ, 67 წლის ბერეზოვსკის ცხედარი დიდ ბრიტანეთში, მის სასახლეში, საბააზანოში  ორი დღის წინ აღმოაჩინეს. ბორის ბერეზოვსკი, 13 წლის წინ რუ­სე­თი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, სადაც 2003 წელს პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

კომენტარები