ივანიშვილი ღარიბაშვილზე

ივანიშვილი: ღარიბაშვილი მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას

არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამჟამინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს "საუკეთესოდ ახასიათებს". მისი თქმით, ის გაოცებულია ღარიბაშვილის ნიჭიერებით. 

"ძალიან ბევრს მუშაობს, მე შემიძლია, პრემიერზე გავაკეთო საუკეთესო დახასიათება, რაც კი შეიძლება. მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას და ჩემზე უკეთესი პრემიერია, თუ გნებავთ იმით, რომ უფრო ენერგიულია ჩემზე – მე მალე 60-ის გავხდები. 31 წლის ირაკლი მუშაობს ძალიან ბევრს. მე მახსოვს ეს ასაკი, ბიზნესი მქონდა დაწყებული და 24-საათს ვმუშაობდი. ირაკლიც 24 საათს მუშაობს. ამავდროულად მეც მაოცებს თავისი ნიჭიერებით. ყველაფერი კარგად გამოსდის. ", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები