საყდრისი

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო RMG-ს მუშაობის დროებით შეჩერებას სთავაზობს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/georgianheritage

საყდრისთან დაკავშირებით ვითარების განსამუხტად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კომპანია RMG გოლდს მუშაობის დროებით შეჩერებას შესთავაზებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი ნიკა ანთიძე დღეს ბოლნისის რაიონში ჩავა, მანამდე კი, საყდრისში შექმნილ ვითარებას კულტურის მინისტრს გააცნობს. შესაძლოა, საყდრისის ტერიტორიაზე დღეს მინისტრი გურამ ოდიშარიაც მივიდეს.

"საუბარი იქნება იმაზე, რომ თუ არსებობს შესაძლებლობა, დროებით შეაჩერონ  სამუშაოები. რომ აღარ გამოიწვიოს ასეთი ვნებათაღელვა, მთლიანად შეაჩერონ სამუშაოები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მათ მუშაობის სამართლებრივი უფლება აქვთ, მაგრამ რადგან არსებობს გარკვეული ვნებათაღელვა, სავარაუდოდ, შევთავაზებთ, რომ დაველოდოთ საერთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლას" - თქვა ანთიძემ.

RMG გოლდის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 13 მარტს გაცემული ნებართვისა და სამუშაოების წარმოებისათვის აუცილებელი ლიცენზიის გახანგრძლივების საფუძველზე. RMG გოლდის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების წარმოების პერიოდში საბადოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნება არქეოლოგიური არტეფაქტები, კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს და მოიქცევა საქართველოს კანონში გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარე სამუშაოები არ აზიანებს საბადოს ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლს. 

ერთი კვირაა, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები აქციას მართავენ. ისინი მადნის მოპოვების სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ. 

ცნობისთვის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დასკვნის მიხედვით, საყდრისი ოქროს მომპოვებელი უძველესი მაღარო არ არის. კულტურის სამინისტრომ აღნიშნულ დასკვნაზე დაყრდნობით, გერმანულ კომპანია RMG Gold-ს საყდრისის სიახლოვეს სამუშაოების დაწყების უფლება მისცა. აღნიშნული დასკვნა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივმა კომიტეტმა სასამართლოში გაასაჩივრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები