ეკონომიკური მდგომარეობა

ხადური: ქვეყანაში 30 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილია შექმნილი

ტაბულა

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, ქვეყანაში 30 ათასი დამატებითი სამუშაო ადგილია შექმნილი. ამის შესახებ ხადურმა იმედის ეთერში გადაცემა რეაქციაში განაცხადა.

ხადურის თქმით, ბიზნესში დასაქმება გაზრდილია. მისივე თქმით, მომავალ წელს პენსია გაიზრდება.

"მართალია ცოტა, მაგრამ ადამიანებმა სამსახური იშოვეს. 4 ახალი ინვესტიცია შემოვიდა. ერთი კვების მრეწველობაში, ასევე სასტუმროში და სავაჭრო ცენტრებში. ერთადერთი ქვეყანა ვართ სამეზობლოში, რომელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. მარტსა და თებერვალში 4%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მომავალ წელს პენსია 150 ლარიდან 160 ლარამდე გაიზრდება. ფასების საერთო დონე გაზრდილია მხოლოდ 2%-ით. ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ იმედი. უმუშევრობის პრობლემა მე პირადად მქონდა. და ვიცი ეს რას ნიშნავს“, - განაცხადა ხადურმა.

კომენტარები