PACE-ს რეზოლუცია

წულუკიანი: ოპოზიციას სურდა, რომ რეზოლუციაში საქართველო რუსეთთან ერთად ყოფილიყო

ოპოზიცია ცდილობდა იმას, რომელიც თავს ასაღებს, რომ არის ქვეყნის ინტერესების ერთგული, პროდასავლური და ა.შ. რომ ამ რეზოლუციაში საქართველო ყოფილიყო რუსეთთან ერთად მოხსენიებული და ეს რეზოლუცია ყოფილიყო რუსეთზე და მათ შორის საქართველოზე. მათი მიზანი ეს იყო. ეს თუ ქვეყნისთვის სასიკეთოა, მაშინ ამას გასცენ პასუხი... მე კანონის უზენაესობის თვალსაზრისით საქართველოს და რუსეთს ერთმანეთს არ შევადრიდი და ძალიან სამარცხვინოა, რომ ოპოზიციას სურდა, ერთ სიბრტყეზე დაეყენებინა ჩვენს ქვეყანაში რეფორმები და მეორე ქვეყანა, რომელიც დავასახელე, ამ სფეროში.

აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა მაესტროს ეთერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას

კომენტარები