პირადი კადრები

ბესელია პირად კადრებზე: ნუ გამოცდიან ჩვენი სამართლებრივი სისტემის ხარისხს

თუ ვინმეს ეს განზრახვა აქვს ისევ, რომ მსგავსი მორალური ტერორი განახორციელოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ სადაც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, იქნება ნაპოვნი და უმკაცრესად დასჯილი. ასე რომ, ნუ გამოცდის ნურავინ ჩვენი სამართლებრივი სისტემის ან მართლმასჯულების ხარისხს, მასშტაბს, და არეალს. ყველა შემთხვევაში, ასეთი დამნაშავე იქნება დასჯილი. პრევენციას რაც შეეხება, მე ვიცი, რომ აბსოლუტურად ყველა უწყება, ვისაც აქვს შეხება და აქვს ვალდებულება, განახორციელოს წინასწარი პრევენცია, მაქსიმალურად, რაც კი შესაძლებელია, ეს სამუშაოები უკვე მიმდინარეობს კოორდინირებულად.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დღეს დაანონსებულ კადრების გამოქვეყნებაზე. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ჟურნალისტის ინფორმაციით, დღეს უკვე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო.

კომენტარები