ერთისმხრივ, საზოგადოებაში არის მკაფიო განწყობა, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა მიდიოდეს ციხეში და არ უნდა ხდებოდეს პოლიციური ტერორის მსხვერპლი, მაგრამ, ამავე საზოგადოებაში, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში, არის ასევე მკაფიო განწყობა, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია ცილდება დასაშვებ და მისაღებ ფარგლებს და ეს არის ნაბიჯი, რომელსაც დღეს ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადოების უმეტესობა და მიიჩნევს მას ქვეყნის მომავლისთვის საზიანოდ. ამიტომ, ასეთი კანონპროექტის შემოტანა და ამ საკითხის ასეთი ფორმით დაძვრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არ აინტერესებს დღევანდელ ხელისუფლებას საზოგადოების აზრი და როგორ დაცილდა ხელისუფლება ხალხს
tbl.ge/34j2
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის კომენტარი კანაფის კანონპროექტთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტი სარჩელზე: საკონსტიტუციომ თავისი თქვას, ამას ველოდები მოუთმენლად
- პრეზიდენტი ბაქრაძეზე: ყველა წარდგენაზე მოვაწერე ხელი, რომ შეფერხება არ ყოფილიყო
- ზარქუა: ქალბატონი სალომე არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან
- "სამწუხაროა, რომ კომპეტენციაზე მითითებები დაგვჭირდა" – მდინარაძე ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე
- ბაქრაძე: გამოსავალი არის მხოლოდ ერთი- ქართული ოცნების მშვიდობიანად სახლში გაშვება