ჩვენ ქვეყანას აქვს უდიდესი ტრადიცია, მეცნიერების ტრადიცია, ჩვენ გვაქვს უამრავი უნივერსიტეტი, უამრავი კარგი უნივერსიტეტი, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია სხვა ეკონომიკების დარგები განვავითაროთ. ჩვენ გვაქვს ავია მრეწველობის განვითარების პერსპქტივა და ა.შ. მაგალითად, ჩვენ გვაქვს 31-ე ქარხანა, რომელიც აწარმოებს თვითმფრინავებს, თვითმფრინავებს აწარმოებს სულ 34 ქვეყანა მსოფლიოში, წარმოიდგინეთ რა სირთულის ტექნოლოგიები სჭირდება თვითმფრინავების წარმოებას. როდესაც ესეთი დარგები განუვითარებელი გვაქვს და ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ ამ დარგს, ეს ცოტა დამაბნეველია. ჩვენ თუ მხოლოდ ასეთ დარგებს განვავითარებთ, გვექნება მხოლოდ და მხოლოდ კაზინოები, გვექნება მხოლოდ და მხოლოდ მარიხუანის წარმოება, იქნება ჩვენი ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ დაფუძნებული ტურიზმზე, მოდი დავხუროთ ეს უნივერსიტეტები, არ გვჭირდება, რად გვინდა, რომ უფასოა ამდენი მიმართულება უნივერსიტეტებში.
tbl.ge/34qb
დაკოპირდა
ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარმა, ბექა ნაცვლიშვილმა მარიხუანის ექსპორტის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა
ამავე თემაზე
- ივანიშვილი მარიხუანის წარმოებაზე: გათვლებია, რომ შეიძლება $1 მლრდ-ზე მეტის ექსპორტი მოხდეს
- ივანიშვილი: გასაგები და მისაღებია, რომ ეკლესია შფოთავს მარიხუანის თემაზე
- ბახტაძე კანაფის კულტივაციაზე: მეტი კომუნიკაცია იყო აუცილებელი საზოგადოებასთან
- ვაშაძე კანაფის კულტივაციაზე: გამოიტანეთ პარლამენტიდან კანონპროექტი, ჩვენ არ გავჩერდებით
- ზურაბიშვილი: საქართველო უნდა გახდეს მედეას აკვანი, ამ დარგში ჯდება მედიკალური პლანტაცია