შიდა პოლიტიკაზე საუბარი არ მსურს, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი. ბოლო პერიოდში თითქოს ჩანს, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი და პრეზიდენტიც კი, აზერბაიჯანით უფრო არიან შეშფოთებული, ვიდრე იმით, თუ რას აკეთებს რუსეთი. ვფიქრობ ეს სიგიჟეა. ის, რაც მონასტერთან დაკავშირებით ხდება არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რუსეთი აკეთებს.
აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან, სხვადასხვა კუთხით ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან. სიფრთხილეა გამოსაჩენი, განსაკუთრებით ზოგიერთი მაღალჩინოსნის მიერ, რადგან რუსეთი ახერხებს იმას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დაძაბულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაოს.