ერეკლე კუხიანიძე

ხოშტარია: რუსეთს ნუ აჩვენებენ, რომ საქართველო გაყოფილია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე

ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველ დღე მეტ და მეტ ადგილას გვიწევს "ქართული ოცნების" მხილება, მათ უკანონობასთან ბრძოლა. დღეს ვნახეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" აიღო ფაქტობრივად პასუხისმგებლიბა კუხიანიძეზე, უბრალოდ სიტყვას ვერ ამბობენ, რომ მათ კუხიანიძის პარტიიდან გარიცხვის სურვილი მაინც აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს, საკრებულოს ვერ ექნება მუშაობის კომფორტი. მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული პროტესტით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ კუხიანიძე იყოს გათავისუფლებული. ეს არ არის საკითხი, რომელშიც უნდა მოხდეს პარტიული ჯიბრი, დღეს "ქართული ოცნების" წევრები გვეუბნებოდნენ, თქვენს ჯინაზე არ გავუშვებთო, დაანებონ პარტიულ ჯიბრს თავი და რუსეთს ნუ აჩვენებენ, რომ საქართველო გაყოფილია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე. რაც უფრო სწრაფად ჩაატარებენ უმრავლესობის სხდომას და რაც უფრო სწრაფად მიიღებენ გადაწყვეტილებას კუხიანიძის გარიცხვის შესახებ, მით უფრო უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, მათთვისაც და, რაც მთავარია, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი იქიდან გამოყვანისთვის. ჩვენ ჯერ აქ ვრჩებით, პარალელურად მიმდინარეობს ჩვენი აქტივისტების სასამართლო პროცესი "მონავალერების" მიერ. აქტივისტებმა არაერთხელ თქვეს, რომ რამდენსაც დაგვიჭერენ, ორი იმდენი მოვალთ. 

კომენტარები