ქართული ოცნება

თალაკვაძე: WSJ-ის გადასაწყვეტი არაა, სუვერენული სახელმწიფო რამდენ მოსამართლეს დავამატკიცებთ

[რა იყო Wall Street Journal-ისთვის სარედაქციო სტატიის დაწერის საფუძველი] ეს იყო მოსამართლეების დანიშვნა, მეორე მიზეზი იყო ამის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გავაკეთეთ და შემდეგ პარლამენტში ჩავარდა თარიღის გადმოწევის ინიციატივა - ანუ პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წელს ჩატარების ნაცვლად, 2020-ში ჩატარების ინიციატივა, ეს იყო მეორე საფუძველი, რაც სავაურაუდოდ, ამ ჟურნალს ჰქონდა და მესამე საფუძველი იყო, რა, თუ სწორად გავიგე, რომ პარლამენტზე როდესაც არის ძალადობრივი შეტევა და პარლამენტს რაღაც ბოქლომების ფრაქცია აბოქლომებს, ამას რით უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ? სახელმწიფო ინსტიტუტები დაკეტოს და წავიდეს სახლში? აი, ეს იყო საფუძველი, რომ ორით მეტი მოსამართლე [დავნიშნეთ]... 

ჰკითხეთ Wall Street Journal-ს, რომ დააკონკრეტოს, რა იყო საფუძველი. არ მიმაჩნია, რომ Wall Street Journal-ის გადასაწყვეტია საქართველოს ხელისუფლება, სუვერენული სახელმწიფო რამდენ მოსამართლეს დაამტკიცებს უზენაეს სასამართლოში

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტვ პირველის ეთერში საუბრობს ამერიკულ ჟურნალ Wall Street Journal-ში 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაზე, სახელწოდებით, "საქართველო უფსკრულის პირას". ჟურნალის რედაქცია ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილს სანქციების საფრთხე აგრძნობინოს და პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ დაპირების შესრულებისკენ ამგვარად უბიძგოს.

კომენტარები