ბოკუჩავა: ივანიშვილი შოთაძეს პოლიტიკური დევნის გასაგრძელებლად აბრუნებს

ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დავაფიქსიროთ საზოგადოებრივი პროტესტი იმ ადამიანის წინააღმდეგ რომელიც სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის და სკანდალის ფონზე ივანიშვილმა ერთხელ უკვე გაუშვა და ახლა აბრუნებს და აბრუნებს იმისთვის რომ ფარცხალაძის გავლენებით და შოთაძის ხელით გააგრძელოს პოლიტიკური დევნა და ჩაატაროს ძალადობრივი არჩევნები. მაგრამ, ბუნებრივია, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩაატაროს ივანიშვილმა, კონსოლიდირებულია უკვე აზრი ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ეს ხელისუფლება უნდა დასრულდეს. 

ენმ-ის წევრი თინა ბოკუჩავა მთავრთან საუბარში. ყოფილ გენერალურ პროკურორს და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოუსმენენ. ხვალ, 18 თებერვალს კი მის კანდიდატურას სესიაზე უყრიან კენჭს.

კომენტარები