კორონავირუსი

ცერცვაძე: ჩემი პირადი პროგნოზით, პიკი 2-3 კვირაში იქნება, შენარჩუნდება 3 კვირა და დაიკლებს

ჩვენთან ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, სამწუხაროდ, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია - 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, გაჩნდება ლეტალობა, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები, და არა ათასეულები და ათეულ ათასეულები, ხოლო როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, ეს უფრო რთული კითხვაა, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია.

ჩემი პირადი პროგნოზით, რომელიც არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება, შენარჩუნდება კიდევ სამი კვირა და მერე წავა დაბლა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი ორის ეთერში, კორონავირუსის შესახებ. ქვეყანაში ინფიცირების 110 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა - 21.

კომენტარები