კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: ქვეყანაში მკაცრ შეზღუდვებს არ ვაპირებთ, რეგიონებში მიზნობრივად შეიძლება იყოს

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშებიც აქვთ მეწარმეებს და ეკონომიკურ სუბიექტებს, ამას არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს, ეს ბუნებრივია, დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციასა და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ამა თუ იმ რეგიონში, რაზეც საზოგადოება მივაწვდით ინფორმაციას.

თუმცა, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონშიც წერტილოვანი და ადგილობრივი ლოკალური შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ზედმიწევნით წესები.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ინფიცირებულთა რაოდენიბის ზრდის მიუხედავად, "სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია".

კომენტარები