არჩევნები 2020

სუბარი: რაც დღეს ქვეყანაში ხდება ნებისმიერი ბიზნესმენისთვის ეს არის სამოთხე

მაშინ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ნომენკლატურული ბიზნესის წარმომადგენლები და ეხლაც უნდათ იგივე მოხდეს. ხშირად იწერება, რომ ეს ადამიანები არიან, რომლებიც კარგად გრძნობენ სიო საით უბერავს და რადგან იქით გადახტნენ, ესე იგი ოცნების საქმე ცუდად არის. სინამდვილეში ეს ყველაფერი სხვანაირად იყო, ოქრიაშვილის ძალიანაც უნდოდა ყოფილიყო ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, რაზეც ჩვენ უარი ვუთხარით, ამაზე შიგნით გვქონდა კამათი, მაგრამ საბოლოოდ ვუთხარით უარი. იმიტომ, რომ არ იყო საიმედო და იმ ღირებულებების ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა ჩვენთან ყოფილიყო. გასაგებია, ამ 4 თუ 8 წლის განმავლობაში იყო ჩვენთან, გადმოპორტირდა თუ როგორც ჰქვია, მაგრამ აქ ოცნებამ უთხრა უარი და ამის შემდეგ წავიდა ვითომ დამოუკიდებელი პარტია შექმნა და შემდეგ აიკრა ხუთი ნომერი. ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება ეს არის სამოთხე, იმ ადამიანების გარდა, რომელთაც პრივილეგირებული ბიზნესი უნდათ.

ქართული ოცნების წევრმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციაში გადასულ ბიზნესმენებზე, მათ შორის კახა ოქრიაშვილზე ისაუბრა. ოქრიაშვილმა ოცნება რამდენიმე თვის წინ დატოვა.

კომენტარები