კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: აშკარად არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, გაგვეხსნა კარვები

აშკარად არასწორი იყო და ცოტა პოპულისტური ჩვენი გადაწყვეტილება, გაგვეხსნა კარვები. ბათუმში 5 კარავი იყო, თუ არ ვცდები, გახსნილი. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე იკმაყოფილებდა თავის ცნობისმოყვარეობას. ამან გამოიწვია ლაბორატორიების ძალიან გადატვირთვა და ამან გამოიწვია პასუხების დაგვიანება იქ, სადაც პასუხები ადამიანებს დროულად უნდა მიეღოთ. ტესტირების ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრ განვითარებულ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას შეშურდება. უმრავლეს ქვეყნებში, აქ რაც პასუხების დაგვიანებად ითვლება, იქ ნორმაა.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში.

კომენტარები