ნათელაშვილი: ამ პარლამენტში არავინ უნდა შევიდეს, არამარტო ოპოზიცია, არამედ, ოცნების წევრებიც

რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა, პუტინმა რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები.

ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი, იქ არავინ არ უნდა შევიდეს, არამარტო ოპოზიცია, არამედ, თუ შერჩენია თავმოყვარეობა, ქართული ოცნების წევრებიც, მათმა მაჟორიტარებმაც უარი უნდა თქვან ე.წ მეორე ტურზე.

უკვე დაწყებულია დიდი სახალხო წინააღმდეგობა, სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის ძირგამომპალ რეჟიმს...

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბრიფინგზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები