კობახიძე: ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც "ოცნება" არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ჩამოყალიბდა მრავალპარტიული პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი 9 პოლიტიკური სუბიექტი და სადაც მმართველი პარტია არ ფლობს ჭარბ უმრავლესობას.

ეს არის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. დარწმუნებული ვართ, ახალი მრავალპარტიული პარლამენტი გახდება საუკეთესო პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ოპოზიცია არალეგიტიმურად ცნობს და მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები