არჩევნები 2020

კალაძე: მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, თორემ პარლამენტში მარტო ყოფნაც არაა პრობლემა

მინდა, მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს დარჩენა პარლამენტში, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში დავიწყებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება...

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბოიკოტზე. მანვე აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში ცხადი იქნება, როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. კალაძის თქმით, "როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია, მოხდეს შეთანხება".

კომენტარები