ლიბია კადაფის შემდეგ

ანჯელინა ჯოლი ლიბიაში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/jolikokoko.png##fbimage#
 ანჯელინა ჯოლიმ ლიბიელები სამამულო რევოლუციის გამო შეაქო. ამერიკელი მსახიობი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი სამშაბათს, 11 ოქტომბერს მისრატას ეწვია, რათა დახმარება გაეწია მძიმე მდგომარეობაში მყოფი და იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის.   მსახიობმა განაცხადა, რომ შეძრული და მოხიბლულია ლიბიელების სულისკვეთებით, ვინაიდან  მათ სურთ ააშენონ ახალი სახელმწიფო.

ანჯელინა ჯოლი:
„გასაოცარია ამ ადამიანების სულისკვეთება, ხალხი იბრძვის შეცვალოს საკუთარი ქვეყნის მომავალი, ზოგიერთი მათგანი ჯარში მსახურობდა, ზოგს რესტორნის ბიზნესი ქონდა, ან უბრალოდ ბავშვის ტანსაცმლით ვაჭრობდა, საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა მათგანმა მიატოვა სამსახური. ქვეყნის ბედის შესაცვლელად, საკუთარი ქვეყნის გამო ქუჩაში გამოვიდა. ბევრმა ოჯახის წევრი და ახლობელი ადამიანი დაკარგა“.

კადაფის მშობლიურ ქალაქ სირტეში მოსახლეობამ საცხოვრებელი ადგილები უკვე დატოვა.

„არ ვიცით სად მივდივართ, მივდივართ საითაც ღმერთს სურს რომ წავიდეთ, ალბათ მისრატაში ან ტრიპოლში“.

ანჯელინა ჯოლიმ ასავე განაცხადა, რომ გეგმავს ვიზიტს ტრიპოლში.

კომენტარები