ლიბია კადაფის შემდეგ

პირველი თავისუფალი არჩევნების ბოლო 50 წლის განმავლობაში

დილიდან ლიბიის მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები გაიხსნა. მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობა ბოლო 50 წლის მანძილზე პირველად მონაწილეობს თავისუფალ არჩევნებში.

ნაციონალური ასამბლეა, რომელიც ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება,  დანიშნავს პრემიერ-მინისტრს და ჩამოაყალიბებს საკოორდინაციო საბჭოს.  საკოორდინაციო საბჭოს კი, თავის მხრივ,  მოუწევს ლიბიის ახალი კონსტიტუციის მომზადება.

ლიბიის პარლამენტში 200 სადეპუტატო ადგილია. აქედან 80 მანდატი პარტიათა შორის განაწილდება, ხოლო დანარჩენი 120 მანდატისთვის დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძოლებენ.

BBC-ის მონაცემებით, 2639 პირი  ცდილობს  ქვეყნის 69 ოლქში დამოუკიდებელი დეპუტატის ადგილის მოპოვებას;  100-ზე მეტი პოლიტიკური გაერთიანება კი პარტიებისთვის განკუთვნილი 80 ადგილისთვის იბრძვის. 

კომენტარები