ლიბია კადაფის შემდეგ

ლიბიაში არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა

ლიბიაში მუამარ კადაფის გადადგომის შემდეგ პირველად ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვება ლიბერალურმა პარტიების ალიანსმა მოიპოვა.

ოფიციალური შედეგების თანახმად, ნაციონალური ძალების ალიანსმა, რომელსაც სათავეში გარდამავალი მთავრობის ყოფილი პრემიერ–მინისტრი მაჰმუდ ჯიბრილი უდგას, ეროვნულ ასამბლეაში 80 ადგილიდან 39 მიიღო. ისლამისტურ მოძრაობა მუსლიმთა საძმოს კი 17 ადგილი ერგო.

საკანონმდებლო ორგანოში დანარჩენ 120 ადგილს სხვადასხვა დამოუკიდებელი კანდიდატები დაიკავებენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იქნებიან ისინი.

ლიბიაში 7 ივლისს გამართულ არჩევნებს ბევრი ქვეყნის ლიდერი მიესალმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნულ არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიისკენ გადადგმული „კიდევ ერთი ნიშანი“ უწოდა.

კომენტარები