ლიბია კადაფის შემდეგ

კადაფის შვილს მიმალვაში ყოფილი სპეცრაზმელები დაეხმარნენ

ლიბიის ყოფილი დიქტატორის მოამარ კადაფის შვილს -  საადის-  ნიგერში გადასვლაში  დაეხმარნენ ყოფილი სპეც დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები  რუსეთიდან ,  ასევე ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან და ერაყიდან.  ამის შესახებ კანადურ გაზეთს  National Post-ს უთხრა  საადის ყოფილმა პირადმა მცველმა გარი  პიტერსმა.  მან აღნიშნა, რომ  ჩამოთვლილი ქვენების სპეცრაზმებში  ჩამოყალიბებული სპეციალისტები აგებდნენ პასუხს საადის უსაფრთხოებაზე. 

სექტემბრის ბოლოს მოამარ კადაფის შვილზე  საერთაშორისო  ძებნა გამოაცხადა.   საადის  ადანაშაულებენ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მაქინაციებში, ხალხის შეიარაღებულ დაშინებაში   , მშვიდობიანი გამომსვლელების წინააღმდეგ რეპრესიებში. 

კომენტარები