აშშ-ირანის დაპირისპირება

ახალი დაძაბულობა ირანსა და აშშ-ს შორის

ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა ღრმავდება. გასულ კვირას პრეზიდენტმა ობამამ ირანი მკაცრი სანქციებით  გააფრთხილა.  ამის მიზეზი აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის მოწყობაში ირანის  დადანაშაულება გახდა. ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა  ჰამენეი  აშშ-ს  გაფრთხილებას  გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თეირანი დასავლეთის მხრიდან ნებისმიერ ’არაპროპორციულ ზომას’ უპასუხებს. ობამას თქმით, ირანის მთავრობის მხრიდან ელჩის მკვლელობის ორგანიზება საშიში და უგუნური საქციელის ნიმუშია. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო ირანის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ მეტ სანქციებს ამზადებს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ქვეყნის იზოლირებას საერთაშორისო საზოგადოებისგან.

ჰამენეი    ბრალდება უსაფუძვლოს უწოდებს და  აცხადებს, რომ  მისი საშუალებით   აშშ-ს მთავრობა უოლ სტრიტის მოძრაობიდან ყურადღების  გადატანა  ცდილობს.  

კომენტარები