აშშ-ირანის დაპირისპირება

ობამა ირანთან დიპლომატიური გზით ურთიერთობის მომხრეა

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რისკების გაანალიზებაა საჭირო.

"ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობა სპარსეთის ყურეში გამოიწვევს წესრიგის რღვევას და მას დიდი ზეგავლენა ექნება ჩვენზე , ისევე როგორც ნავთობის ფასებზე. აშშ-ს კვლავ ჰყავს ჯარები ირანის მოსაზღვრე ავღანეთში, ამიტომ ჩვენთვის შექმნილი ვითარებიდან სასურველი გამოსავალი არის დიპლომატიური ", - აღნიშნა ობამამ.

NBC – სთან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა ის "სამართლიანად" არის შეშფოთებული ირანის ბირთვული პროგრამით.

"ჩემი უმტავრესი პრიორიტეტია უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატებში და ასევე ისრაელში. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ დიპლომატიური გზით გადავჭრათ საკითხი.”- განაცხადა ბარაკ ობამამ, თუმცა მისვე აზრით, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთისთვის ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილება.

 

კომენტარები