აშშ-ირანის დაპირისპირება

ევროპასა და აზიაში ირანისთვის ემბარგოს დაწესებას მხარს უჭერენ

აშშ-ს მოკავშირეებმა აზიასა და ევროპაში მხარი დაუჭირეს ვაშინგტონის ინიციატივას ირანის ნავთობის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ . ირანი აცხადებს, რომ ემბარგო მის  ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებს.

ხუთშაბათს იაპონია ირანისთვის ემბარგოს დაწესების ინიციატივას შეუერთდა, თუმცა გარკვეული დათქმებით. ფინანსთა მინისტრმა ჯუნ აზუმიმ განაცხადა, რომ იაპონია ირანისგან ნავთობს იყიდის, ოღონდ გეგმის მიხედვით შეამცირებს რაოდენობას, ვინაიდან სრულად უარის თქმა ნავთობის იმპორტზე ქვეყანას მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს.

ევროკავშირი ირანისთვის სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. 23 იანვარს დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის საქმეთა მინისტრები ირანისთვის ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდებიან.

მას შემდეგ რაც ირანში ბირ¬თვულ სა¬კით¬ხებ¬ზე მო¬მუ¬შა¬ვე მეოთხე მეცნიერი მოკლეს, ირანის პარლამენტის წევრმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ მეცნიერების მკვლელობები ბირთვული პროგრამის გაგრძელებას ხელს ვერ შეუშლის.

 

კომენტარები