აშშ-ირანის დაპირისპირება

აშშ ირანში დაკარგულ გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ თანამშრომელს ეძებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჯილდოდ ერთი მილიონ დოლარს პირდება პირს, ვინც დაეხმარება ირანში, რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებული გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშრომლის, რობერტ ლევინსონის მოძებნაში. შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ ის მძევლობაში ირანის ტერიტორიაზე იმყოფება.

ლევინსონი ირანში 2007 წლის მარტში, კიშის კუნძულიდან გაუჩინარდა. აღნიშნავენ, რომ ირანში მაშინ ის კერძო გამომძიებლის ფუნქციით იყო ჩასული. ჯილდოს შესახებ განცხადება სამშაბათს , აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა.

 2010 წელს რობერტ ლევინსონის ოჯახმა მიიღო ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ირანის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ამერიკელი აშშ-ს მთავრობისგან შველას ითხოვს და აღნიშნავს, რომ გამოელია დიაბეტით დაავადებულთათვის აუცილებელი წამალი.

 

კომენტარები