კადაფის მკვლელობა

კადაფის საიდუმლოდ დაკრძალავენ

მოამარ კადაფის  საიდუმლო ვითარებაში დაკრძალავენ. ლიბიელმა მეომრებმა კადაფი ქალაქ სირტეში შეიპყრეს. მის გარდაცვალებას ქვეყნის მოსახლეობა ქუჩებში ზეიმით შეხვდა. რამდენიმე საათში NATO ლიბიის მისიას დასრულებულად გამოაცხადებს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟუპემ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციები კადაფის სიკვდილის შემდეგ შეწყდება.
Amnesty International-ის დირექტორი კადაფის გარდაცვალების ფაქტის სრულ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პაკისტანში სიტყვით გამოსვლისას კადაფის სიკვდილი ლიბიელი ხალხის ცხოვრებაში ახალი  ეტაპის დასაწყისად შეაფასა.
,,კადაფის 42 წლიანი მმართველობა დასრულდა, მე მოვუწოდებ ლიბიელ ხალხს დაივიწყონ მათ  შორის არსებული განსხვავებები და გაერთიანდნენ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის’’-განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

კომენტარები