კადაფის მკვლელობა

ლავროვი: დატყვევებული კადაფი არ უნდა მოეკლათ

 ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლას  დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურა.  მისი თქმით, კადაფი   დაჭრილი, ცოცხლად  შეიპყრეს, დატყვევებულის მოკვლა კი არ შეიძლება. ” საეთაშორისო სამართალის ნორმების თანახმად,   შეიარაღებული დაპირისპირების მიმდინარეობისას არავის უნდა დაავიწყდეს, რომ არსებობს საერთაშორისო  ჰუმანიტარული  მოთხოვნები, რომლებიც გამყარებულია ჟენევის კონვენციით. მასში ნათქვამია, რომ ტყვე თუ დაჭრილია  უნდა გაეწიოს დახმარება ,  მისი მოკვლა კი კატეგორიულად  დაუშვებელია ”- განაცხადა ლავროვმა

კომენტარები