ქართული ავიაბაზარი

იორდანიის სამეფო ავიახაზები საქართველოში შემოდის

 ”იორდანიის სამეფო ავიახაზები” 2012 წლის აპრილიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ ეს საკითხი ერთერთი ცენტრალური იყო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გიორგი კარბელაშვილსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს ტრანსპორტის მინისტრ მოჰამედ ქუდას შორის შედგა. სამინისტრო იმედოვნებს, რომ რეგულარული ავიარეისები ორმხრივი ეკონომიკური და საქმიანი კონტაქტების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. ვიზიტის ფარგლებში იორდანიასთან შეთანხმება გაფორმდა ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრა ამ ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და მსხვილი გადამზიდავი კომპანიების მესვეურებთან.

ქართული დელეგაციის ვიზიტი კატარში, ბაჰრეინსა და ქუვეითში გაგრძელდება. 

კომენტარები