ქართული ავიაბაზარი

კატარის ავიახაზები დღეს პირველ რეისს შეასრულებს

დღეს, 18 საათსა და 30 წუთზე კატარის ავიახაზების პირველი   რეისი შესრულდება. პირველი რეისით თბილისს  კატარის ავიახაზების აღმასრულებელი დირექტორი აკბარ ალ ბაკერი,  მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად  ეწვევა.  კატარის ავიახაზები ფრენებს A320 ეირბასით ასრულებს. ეარბასში 12 ადგილია ბიზნეს-კლასში და 132 ადგილზე მეტი ეკონომ-კლასში. განურჩევლად მგზავრობის კლასისა, ავიახაზები ყველა მგზავრს სთავაზობს პორტატულ ტელევიზორს, ინტერაქტიული გართობის სისტემით,  700 აუდიო და ვიდეო ფაილით .

დაბალბიუჯეტიანი  ავიახაზების საქართველოში შემოსვლა ზაფხულში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას კატარში ვიზიტის დროს გადაწყდა. კატარის ავიახაზებს გააჩნია თანამედროვე პარკი 114 თვითმფრინავით, რომლებიც ფრენებს ასრულებენ 112 მიმართულებით ასრულებენ. მათ შორის, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სამხრეთ ამერიკაში.

 

კომენტარები