თბილისის მოდის კვირეული

თბილისის მოდის კვირეული

25 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის მოდის კვირეულის მეორე საღამოს ,თბილისი ივენთ ჰოლში ოთხი დიზაინერის კოლექციის ჩვენება გაიმართება. ეთის, გოლა, ტატუნა ნიკოლაიშვილი და გიორგი ამირეჯიბი - ეს ის ოთხი პროფესიონალი დიზაინერია, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას თბილისის მოდის კვირეულში. გოლას კოლექციის ჩვენებისას სალომე კორკოტაშვილის ახალი სიმღერის პრემიერაც გაიმართება. გიორგი ამირეჯიბი კი სტამბულში დამზადებულ კოლექციას წარმოადგენს.

რიგით მე-5 თბილისის მოდის კვირეული, 24-27 ნოემბერს, კომპანია „ჯეოფეშენის“ ორგანიზებით ტარდება და მასში 14 პროფესიონალი და 17 დამწყები დიზაინერი იღებს მონაწილეობას. ჩვენებები თბილისის ივენთ ჰოლში იმართება. თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებების პარალელურად, „გრატო პასაჟში“ დღეიდან აქსესუარების გამოფენა და დიზაინერების შოურუმი მოეწყობა, სადაც ყველა შეძლებს კოლექციების დათვალიერებას და სასურველი ნივთის შეძენას.

 

კომენტარები