ქართველი სამხედროები ავღანეთში

საქართველო ავღანეთის მისიაში სამხედრო კონტიგენტს ზრდის

საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიაში სამხედრო კონტინგენტს ზრდის. შესაბამისი წარდგინებით პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე მიმართა და ავღანეთის უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ თანხმობა ითხოვა. საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, დამატებითმა ბატალიონმა ამერიკის შეერთებული შტატების დაქვემდებარებაში უნდა იმსახუროს.

გავრცელებული ცნობებით , ავღანეთში დამატებით ერთი ქვეითი ბატალიონის გაგზავნის შესახებ შესაბამის თანხმობას, პრეზიდენტი პარლამენტისგან მომავალი კვირის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.

 

კომენტარები