ქართველი სამხედროები ავღანეთში

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოასვენებენ

Facebook.com

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს მდინარი ბებიაშვილს საქართველოში 6 აგვისტოს, სამხედრო წესით ჩამოასვენებენ. 

მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას მომხდარი თავდასხმისას გარდაიცვალა. იმავე თავდასხმისას დაშავდა კიდევ სამი ქართველი ჯარისკაცი. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაგრამის ჰოსპიტალში მოთავსებული კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. დანარჩენი ორის - უფროსი ლეიტენანტ გიგა დავითის ძე ხახუტაშვილის და კაპრალ გეგა ელვარდის ძე ხარშილაძის - დამაკმაყოფილებელი. 

კომენტარები