ქართველი სამხედროები ავღანეთში

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი დაიღუპა. კაპრალი ნინიაშვილი მე-3-ე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში,  ISAF-ის საშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება. სამხედრო სამსახურის პერიოდში ბესიკ ნინიაშვილს მიღებული აქვს მედალი საბრძოლო დამსახურებისთვის, საპატიო სიგელი, მედალი საბრძოლო იარისათვის და მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის. ქართველი ჯარისკაცი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქების გამო დაიღუპა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო. ბესიკ  ნინიაშვილი ავღანეთში დაღუპული მე-11-ე ქართველი სამხედროა.

კომენტარები