ქართველი სამხედროები ავღანეთში

საახალწლოდ თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ ბაჩო ახალაიას ხელმძღვანელობით საახალწლოდ ავღანეთში იმყოფებოდა.  მინისტრმა იქ ქართველი სამხედროების დისლოკაციის ადგილები მოინახულა .ახალაიამ ჰელმანდში შეხვედრები გამართა აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლებთან.

„ ერთ-ერთი ბატალიონი, რომლის მეთაურიც მე ვარ, მე-3 -ე ქვეითი ბრიგადის 31 მსუბუქი ბატალიონია ( ქუთაისი) .  ქართველი ჯარისკაცები  ძალიან კარგად ასრულებენ მისიას კოალიციის საომარი მოქმედების რაიონში. მე ვამაყობ იმ სამსახურით რაც მათ აქ, ჰელმანდის პროვინციაში გაწიეს“.- თქვა აშშ-ს პოლკოვნიკმა ერიკ სმიტმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში 8 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. მინისტრმა სახელმწიფო ჯილდოები მათ მხედრული მამაცობისთვის და საბრძოლო დამსახურებებისთვის გადასცა.

კომენტარები