აშშ-ირანის დაპირისპირება

აშშ-მ უპასუხა ირანის მუქარას

ირანის მუქარის მიუხედავად, აშშ არ აპირებს შეამციროს სამხედრო გემების რაოდენობა სპარსეთის ყურეში. პენტაგონის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ აშშ-ს ავიამზიდების ყოფნა ახლო აღმოსავლეთში,  აუცილებელია ავღანეთის ოპერაციაში მონაწილე  ძალებისთვის.

 ირანის სამხედრო მეთაური ათაოლა სალეჰი სამშაბათს დაიმუქრა, რომ ირანი პასუხს გასცემს აშშ-ს   სპარსეთის ყურეში აშშ-ს ავიამზიდის დაბრუნების შემთხვევაში . (გავრცელებული ცნობებით, მუქარით გამოსვლისას სალეჰს არ მიუთითებია ავიამზიდის სახელი)

 ამ დღეებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაამკაცრა სანქციები ირანის წინააღმდეგ. სანქციების გამკაცრებამდე კი ეს ქვეყანა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვითაც დაემუქრა. საპასუხოდ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ არ მისცემენ ირანს სტრატეგიული სრუტის ჩაკეტვის ნებას.  ირანიდან წამოსულ    მუქარებთან დაკავშირებით   შეერთებულ შტატებში აღნიშნეს, რომ  თეირანისთვის  მტკივნეული აღმოჩნდა   აშშ-ს ახალი სანქციები. 

 ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდებით გამოვიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟუპეც. მან ურჩია ევროკავშირის ქვეყნებს გაითვალისწინონ აშშ-ს მაგალითი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანი ცდილობს შექმნას ბირთვული იარაღი და ამაზე თავის დასკვნაში ცხადად მიანიშნებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.

 საფრანგეთი მომხრეა ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების, ოღონდ ისე, რომ რომ დარჩეს გზა  თეირანთან  დიალოგის წარმოებისთვის.

 

კომენტარები