აშშ-ირანის დაპირისპირება

ირანაში აშშ-ს მოქალაქეს სიკვდილი მიუსაჯეს

 ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ შპიონაჟისთვის, ირანის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ირანული წარმოშობის აშშ-ს მოქალაქეს . ირანის  საინფორმაციო წყაროების ცნობით, 28 წლის ამირ ჰეკმატიმ , რომელიც ადრე აშშ-ს საზღვაო ძალებში მსახურობდა , აღიარა, რომ თანამშრომლობდა ირანის საწინააღმდეგოდ აშშ-ს დაზვერვასთან . ჰეკმატი ფლობს ირანის მოქალაქეობასაც, ის ირანში გასულ წელს დააპატიმრეს.

სიკვდილმისჯილის ახლობლები აშშ-ში ირწმუნებიან, რომ   ჰეკმატი ირანში მხოლოდ პირადი საქმეებისთვის ჩავიდა და იქ მისთვის წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ირანისგან აშშ-ს მოქალაქის გათავისუფლებას მოითხოვს.

 

კომენტარები