სამშვიდობო მისია ავღანეთში

საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთს ეწვია და ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა  სააკაშვილმა  ჰელმანდის პროვინციაში ბაზა"შუკვანზე“ ქართველ ჯარისკაცებს   უთხრა, რომ  ავღანეთში ისინი აძლიერებენ საქართველოს პოზიციებს  და ქმნიან საქართველოს მომავლის მყარ საფუძველს.  საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა,  რინ ავღანეთში საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში და ამით მიიწევს წინ  იმ სტრატეგიული ამოცანის განსახოციელებლად რასაც ნატოში გაწევრიანება ჰქვია.  „ჩვენ ვართ ხალხი, რომელი ყოველთვის მზად იყო საომრად, საკუთარი დამოუკიდებლობისა და სამშობლოს დასაცავად. მაშინაც კი, როდესაც საქართველო არ იყო დამოუკიდებელი, ქართველი სამხედროები წარმატებას აღწევდნენ ამერიკის, ესპანეთისა და პოლონეთისა არმიებში. აქაც,  ავღანეთში, ახსოვთ ქართველები, რომლებსაც აქ ორი საუკუნის წინ უომიათ,“  - ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ჰელმანდში, ქართველ ჯარისკაცებს.  ავღანეთში მან  2 საათი  დაჰყო და   რამდენიმე სამხედროც დააჯილდოვა.  საქართველოს პრეზიდენტმა    ხაზი გაუსვა,  რომ  მისთვის საამაყოდ,   ამერიკელი გენერლები მაღალ შეფასებას აძლევენ ქართულ ქვედანაყოფებს.  ავღანეთში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და სახელმწიფო მინისტრი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.

31–ე ქვეითთა ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში მეორე, ექვსთვიანი როტაციის ფარგლებში იმყოფება.

წელს საქართველო ავღანეთში ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის - 749 სამხედროს,  გაგზავნას გეგმავს, რომელიც დაემატება იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს  ISAF-ის ოპერაციაში.

2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩართვის შემდეგ საქართველომ 12 სამხედრო დაკარგა.

კომენტარები