სასამართლო პროცესი

ვალერი გელბახიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

 თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალერი გელბახიანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ყოფილმა დეპუტატმა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს გირაოს თანხა - 50 ათასი ლარი.

 გავრცელებული ცნობით, თბილისის საქალაქო სასამრთლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ გელბახიანმა გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო გელბახიანის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ვალერი გელბახიანი 2007 წლიდან იყო მიმალვაში, გამოძიებამ მას ბრალი დასდო სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობაში.  გელბახიანი იყო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ის 20 თებერვალს, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს.

 

 

კომენტარები