სასამართლო პროცესი

ბაჩო ახალაიას სასამართლო გადაიდო

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გადაიდო: ახალაიას ადვოკატის ინფორმაციით პროცესი 2012 წლის 15 დეკემებრის მაგივრად, 2013 წლის 30 იანვარს გაიმართება. ინტერპრესნიუსთან საუბარში ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებმა სასამართლო სხდომის გადადებაზე გადაწყვეტილება მხარეებთან შეუთანხმებლად მიიღეს. სხდომის გადადების შესახებ მათ პროკურატურამ მიმართა და მტკიცებულების მოსაძიებლად დრო ითხოვა. თუმცა დაცვის მხარე ამის წინააღმდეგი და სასამართლო სხდომისთვის სრულად მომზადებული იყო.

კომენტარები