ქართველი სამხედროები ავღანეთში

ლეონ პანეტამ ბაჩო ახალაიას მიუსამძიმრა

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან სატელფონო საუბრისას,  ღრმა მწუხარება გამოთქვა 21 თებერვალს, ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.

ლეონ პანეტამ აშშ-ს მთავრობის სახელით მიუსამძიმრა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და გარდაცვლილთა ოჯახებს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცობას და პროფესიონალიზმს, - აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  ცნობაში.

21 თებერვალს, ავღანეთში, სამხედრო დავალების შესრულებისას დაიღუპნენ: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა. ისინი მე-3-ე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი , ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში , ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.

 

კომენტარები