ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველებს - საბას - გამარჯვებულები მოემსახურებიან

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 23 აპრილს, დღის პირველი საათიდან, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისულ მკითხველებს, ბიბლიოთეკარის მომსახურებას, ლიტერატურული კონკურსის „საბას“ სხვადასხვა წლებში გამარჯვებულები გაუწევენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიისა და სამოქალაქო განათლების სამკითხველო დარბაზებში, მკითხველებს ბიბლიოთეკარის როლში ”საბას” პრემიის ლაურეატები - გივი ალხაზიშვილი, დიანა ანფიმიადი, თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი კეკელიძე, ბესო ხვედელიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბრეგაძე, ზურა ქარუმიძე და სხვა მწერლები დახვდებიან.

 

 

კომენტარები